პროექტის სახელწოდება:
„კეხიჯვრელთა მეტყველების თავისებურებანი“
პროექტის იდეა:
სალიტერატურო ენით მეტყველებისა და წერის უნარის განვითარება
პროექტის აქტუალობა:
სოფელ კეხიჯვრის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მეტყველებს სალიტერატურო ენის დარღვევით. მოსწავლეები ოჯახიდან ითვისებენ უმართებულო მეტყველების ნიმუშებს, რასაც გაკვეთილზე თხრობის, თანატოლებთან საუბრის, წერის დროს იყენებენ. ძირითადად ხშირია ზმნებისა და თემის ნიშნების უმართებულოდ ხმარების შემთხვევები.
მიზანი: მოიძიებენ სოფელში გავრცელებულ ენობრივად გაუმართავ სიტყვებს, გამოთქმებს. შეადარებენ ერთმანეთს სოფლის სამეტყველო ენასა და სალიტერატურო ენას, მიუსადაგებენ გრამატიკულ ნორმებს, აღმოაჩენენ ზმნების, თემის ნიშნების უმართებულო ხმარების ფორმებს. გამოკვეთენ ლიტერატურული,
ენობრივი ნორმების უპირატესობას. შეეცდებიან საუბრის დროს გრამატიკული ნორმების დაცვას, ზმნების, თემის ნიშნების მართებულ ხმარებას, რაც აისახება მოსწავლეთა თხრობასა და წერით ნამუშევრებში.
მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე, მერვე კლასის მოსწავლეები.
ვადები: 2011 წლის მარტი– აპრილი
მოსალოდნელი შედეგი: გაკვეთილის პროცესში, მეგობრეთან, ოჯახში მოსწავლეები საუბრობენ ლიტერატურული ენით, გრამატიკული ნორმების დაცვით,
წერენ ენობრივი და გრამატიკული მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაციას განათავსებენ ბლოოგზე, შექმნიან ბუკლეტს „კეხიჯვრელთა მეტყველების თავისებურებანი“. პერიოდულად გამოაქვაყნებენ სტატიებს სასკოლო და საკლასო კედლის გაზეთებში.
საჭირო ძირითადი რესურსები: უმართებულო, ლიტერატურულად, გრამატიკულად გაუმართავი სიტყვების, გამოთქმების მოძიება სოფლის მოსახლეობაში, მოსწავლეთა ნაწერებში, საუბარში. შედარება, დახარისხება, ზმნების, თემის ნიშნებისშესაბამისად ხმარება, გამოყენება. ქართული ლიტერატურისა და ენის სახელმძღვანელოები, ისტის საშუალებები, კედლის გაზეთები.
.მსვლელობა:პროექტზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, პროექტის თემის შერჩევა; დავალების განსაზღვრა, განაწილება; სოფლის უბნებად დაყოფა და მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით უბნების არჩევა; თანასოფლელთა მეტყველებაში გაბნეული ლიტერატურულად და ენობრივად გაუმართავი სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება, დაფიქსირება, შედარება მართებულ ფორმებთან. ზმნების, თემის ნიშნების არასწორი ხმარებით გამოწვეული დარღვევებით დაშვებული შეცდომების გაანალიზება წყვილებში, ჯგუფებში, შეჯერება, უპირატესობის გამოკვეთა, ლექსიკონის შექმნა, პროექტის პრზენტაცია, შეფასება, ბუკლეტის მომზადება, ბლოგგზე განთავსება, პერიოდულად კედლის გაზეთებში სტატიების განთავსება.
პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა ოსიტაშვილი, კეხიჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებელი.
პროექტის ბლოგი: lositashvili.blogspot.com.
ქალბატონო ლეილა საინტერესოა თქვენი პროექტი
ReplyDelete